вторник, 28 июня 2016 г.
пятница, 24 июня 2016 г.
მოსწავლეზე ორიენტირებული განმავითარებელი შეფასება
შეფასება დამეხმარება, გავიგო მოსწავლის საბაზისო ცოდნა, ინტერესები, სუსტი მხარეები, გამოვავლინო თემის გარშემო არასწორი შეხედულებები. შეფასების ფორმაში შეიძლება შევიტანო ზოგადი და სასწავლო პროექტის კითხვები, რაც მოსწავლეების მიერ თემის გაგების ხარისხის განსაზღვრაში დამეხმარება. შეფასების შემდეგ, მე შევძლებ, შევაგროვო ინფორმაცია მოსწავლეების ცოდნისა და საჭიროებების შესახებ, რაც თემის ეფექტურად დაგეგმვაში დამეხმარება. მაგალითად, შემიძლია შევცვალო სასწავლო მიზნები, განვავრცო ინსტრუქციები და საპრეზენტაციო მასალა ან შევიმუშაო დიფერენცირებული აქტივობები მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
вторник, 21 июня 2016 г.
მოდულის შეჯამება
მეორე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:
- სწავლაზე ორიენტირებული მიზნების განსაზღვრისთვის;
- შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისათვის;
- მაღალი სააზროვნო უნარების განმავითარებელი კითხვების სწორად ორგანიზებისათვის და ა.შ.
понедельник, 20 июня 2016 г.
ჩემი იდეა
თავში უამრავი იდეა მიტრიალებს: ხან ჭადრაკზე ვფიქრობ, ხან პეპლებზე, ხან საჩუქრებზე.
ჭადრაკის თემა ჩემი აზრით საინტერესოა, რადგან ვთვლი, რომ მოაზროვნე -ინტელექტუალი ადამიანი ჭადრაკს უნდა თამაშობდეს. თუ ამ პროექტს განვახორციელებ, ვთვლი რომ ამით ჩემს მოსწავლეებს გავუღვიძებ მისი შესწავლის ინტერესს.
პეპლები საინტერესო თემაა. ამ შემთხვევაში ჩემი მოსწავლეები უფრო ღრმად გაეცნობიან ბუნების ამ ულამაზეს ქმნილებებს.
"გულით სატარებელი საჩუქარი" კი ის პროექტი იქნება, რომელიც მოსწავლეებს ერთმანეთისთვის და სხვებისთვის პატარ-პატარა "სიხარულების" მინიჭებას ასწავლის.
გთხოვთ, დამეხმარეთ, მირჩიეთ ამ ეტაპზე რომელ პროექტზე ვიმუშაო. დანარჩენებს მომავალში განვახორციელებ!!!!

Подписаться на:
Сообщения (Atom)