вторник, 5 июля 2016 г.

მოდულის რეფლექსია

სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად ტექნოლოგიები ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ პროექტებით სწავლების დროს, რაც განუვითარებს მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და გაზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას. პროექტებით სწავლება დაეხმარება მოსწავლეებს წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.

მასწავლებლის პრეზენტაცია


ჩემი პროექტი

понедельник, 4 июля 2016 г.

მოსწავლის ნიმუშის რეფლექსია

რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლის ნიმუშის შექმნა? პირველ რიგში იმიტომ, რომ ამით თვალსაჩინოს ვხდი იმას, თუ რას უნდა ველოდე მოსწავლისაგან. ასევე დავინახავ პრობლემებს, რომლებსაც შეიძლება ის შეხვდეს პრეზენტაციის შექმნისას და მზად ვიქნები დასახმარებლად.

მოსწავლის ნიმუში


вторник, 28 июня 2016 г.

მეხუთე დღე

საკმაოდ დატვირთული დღე იყო. ჩემი პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები დავგეგმე. იმედია, ისინი ჩემი მოსწავლეებს დააინტერესესებს და პროექტში აქტიურად ჩართვისკენ უბიძგებს.

пятница, 24 июня 2016 г.

მოსწავლეზე ორიენტირებული განმავითარებელი შეფასება

შეფასება დამეხმარება, გავიგო მოსწავლის საბაზისო ცოდნა, ინტერესები, სუსტი მხარეები, გამოვავლინო თემის გარშემო არასწორი შეხედულებები. შეფასების ფორმაში შეიძლება შევიტანო ზოგადი და სასწავლო პროექტის კითხვები, რაც მოსწავლეების მიერ თემის გაგების ხარისხის განსაზღვრაში დამეხმარება. შეფასების შემდეგ, მე შევძლებ, შევაგროვო ინფორმაცია მოსწავლეების ცოდნისა და საჭიროებების შესახებ, რაც თემის ეფექტურად დაგეგმვაში დამეხმარება. მაგალითად, შემიძლია შევცვალო სასწავლო მიზნები, განვავრცო ინსტრუქციები და საპრეზენტაციო მასალა ან შევიმუშაო დიფერენცირებული აქტივობები მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

вторник, 21 июня 2016 г.

მოდულის შეჯამება

მეორე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:

  • სწავლაზე ორიენტირებული  მიზნების განსაზღვრისთვის;
  • შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისათვის;
  • მაღალი სააზროვნო უნარების განმავითარებელი კითხვების სწორად ორგანიზებისათვის და ა.შ.

понедельник, 20 июня 2016 г.

ჩემი იდეა

          თავში უამრავი იდეა მიტრიალებს: ხან ჭადრაკზე ვფიქრობ, ხან პეპლებზე, ხან საჩუქრებზე.
          ჭადრაკის თემა ჩემი აზრით საინტერესოა, რადგან ვთვლი, რომ მოაზროვნე -ინტელექტუალი ადამიანი ჭადრაკს უნდა თამაშობდეს. თუ ამ პროექტს განვახორციელებ, ვთვლი რომ ამით ჩემს მოსწავლეებს გავუღვიძებ მისი შესწავლის ინტერესს.
           პეპლები საინტერესო  თემაა. ამ შემთხვევაში ჩემი მოსწავლეები უფრო ღრმად გაეცნობიან ბუნების ამ ულამაზეს ქმნილებებს.
           "გულით სატარებელი საჩუქარი" კი ის პროექტი იქნება, რომელიც მოსწავლეებს ერთმანეთისთვის და სხვებისთვის პატარ-პატარა "სიხარულების" მინიჭებას ასწავლის.
            გთხოვთ, დამეხმარეთ, მირჩიეთ ამ ეტაპზე რომელ პროექტზე ვიმუშაო. დანარჩენებს მომავალში განვახორციელებ!!!!